Wednesday, March 23, 2011

რევოლუცია და მისი მიზნები უცნობი კუთხით

ამ ბოლო დროის პოლიტიკური მოვლენები აფრიკის კონტინენტზე დასანანია და თანათგრძნობას იწვევს ამ ქევყნების ჩაგრული მოსახლეობის მიმართ და მხარს ვუჭერთ მათ თავისუფლებისთვის ბრძოლას, ვეთანხმებით საინფორმაციო გადაცემებს რომ ქვეყნის მოსახლეობა სასტიკი დიქტატორის ხელშია და ხალხს მისგან თავის დაღწევა უნდა და კიდე ათასი მსგავსი რამ. ამ ყველაფრის ფონზე  ყველას ავიწყდება ამ მოვლენებს რომ სხვა კუთხით შეხედოს.
ალბათ ვინც ამას კითხულობს ნანახი თუ არა გაგონილი მაინც აქვს ფილმი ზეიტგეისტი სადაც საკმაოდ კარგად არის ახსნილი და დასაბუთებული ხალხის აჯანყებების და ე.წ. განმანთავისუფლებელი მოძრაობების ნამდვილი მიზნები.
ყველაფერი იწყება დაინტერესებული მხარის წარმომადგენელის ჩასვლით   ( დავარქვათ ტიპი X) ქვეყანაში, იგი იწყებს ქვეყნის მმართველ მხარესთან მოლაპარაკებებს, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით ადვილად არის: მმართველი მხარე იწყებს დაინტერესებული ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობას, ყიდის წყალ მომარაგების სისტემას, აეროპორტებს, ქარხნებს და მსგავს ქვეყნის სიმდიდრეებს უცხოურ კომპანიებზე. შემოაქვს უცხოური წარმოების პროდუქტი იმის მიუხედავად ამ ქვეყანას ეს პროდუქტი თავზესაყრელი აქვს თუ არა, ამ ყველაფერს მოყვება ეკონომიკური კრიზისი და მოსახლეობის ცხოვრების დონის საშინლად დაცემა.
ხოლო თუ ქვეყნის მმართველ მხარესთან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ტიპი X იწყებს ხალხში უკმაყოფილების გამძაფრებას მმართველი პარტიისადმი, ამისთვის იყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, მასმედიას, ტელევიზიას, მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეების მოსყიდვა თუ მოხერხდა ხო საქმე თითქმის შესრულებულია. ადგილობრივ მოსახლეობას ტელევიზიის და მასმედიის ოპოზიციური ნაწილი აქტიურად ახვევს თავს რომ დაჩაგრულები და ჩამორჩენილები არიან იმიტომ რომ ვერ უყურებენ  MTV-ს და მაშველებს, ხალხი ამ ყველაფერს იჯერებს და მზადაა ყელი გამოჭრას თავის მეზობელს, პირდებიან რომ გაერო, ნატო, მსოფლიო ბანკი და მსგავის ორგანიზაციები დაეხმარებიან და აღარ იქნება გაჭირვება და ყველას ეშველება. საქმე იმაშია რომ ეს ორგანიზაციები მართლაც გამოყოფენ საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხას მაგრამ ამ თანხას ვერასდროს ვერ იხილავს უბრალო მოსახლეობა. ეს თანხა მოხმარდება ახალი მმართველი მხარის ჯიბის გასქელებას რომ უხომდ შეასრულონ რასაც მოთხოვენ, აშენდება შენობები რომლებიც ისევ და ისევ უცხოურ ფირმებს მოხმარდება და ა.შ.
ახლა როცა ცოტა წარმოდგენა შეგვექმნა რა შეიძლება მოყვეს რევოლუციას, დავუბრუნდეთ ისევ აფრიკის ცონტინენტს, კერძოდ ეგვიფტეს და ლიბიას. ზემოთ ჩამოყალიბებული თეორიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ამ ქვეყნის მმართველი მხარე ვერ მოისყიდეს და მოუწყეს რევოლუცია, ევროპა და ამერიკა ეხმარება აჯანყებულებს და ხარჯავს უამრავ ფულს (გემები, თვითმფრინავები, რაკეტები...ეს ყველაერი ფული ჯდება) ვითომ კეთილი მიზნები ამოძრავებთ? ამ ქვეყნების ჩაგრულ მოსახლეობაზე შესტკივათ გული? თუ უფრო ნავთობის და გაზის ექსპორტის გაკონტროლება უნდათ? რომელიც წარმოუდგენლად დიდ შემოსავალს მოუტანს იმას ვინც დაეპატრონება ამ წარმოებებს, არცთუ მაღალი მორალის მქონე ხალხისთვის ამ ბიზნესისთვის ნებისმიერ ხარჯზე და მსხვერპლზე წასვლა ღირს, მდიდარი ბიზნესმენების უმრავლესობას კი ზუსტად ასეთი ხალხი წარმოადგენს, ხოლო ძალიან მდიდარი ბიზნესმენების - აბსოლიტურ უმრავლესობას.

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდოდა რომ რევოლუციები მხოლოდ და მხოლოდ ფულის გაკეთების ახალი მეთოდია რომელიც საკმაოდ სწრაფია და იაფი.
ზემოთ მოყვანილი ფაქტები არ არის ჩემი დაკვირვების შედეგი, ეს ფაქტები არის ფილმ ზეიტგეისტში მოყვანილი, მე უბრალოდ ლიბია და ეგვიფტეს დავუკავშირე და მგონი უსაფუძვლო არ უნდა იყოს. ხოლო ვისაც არ ჯერა ამ ფილმის და ამ ფაქტების, ვურჩევ რომ საღი თვალით შეხედოს და იმსჯელოს საქართველოში რევოლუციის შემდეგ მიმდინარე მოვლენებზე, ყველას ახსოვს რამდენი დახმარება უნდა შემოსულიყო საქართველოში, რომ მთელი ევროპა და ამერიკა გვერდში გვედგა, თანხა შემოვიდა მაგრამ ვინმე რამე ნახა ამ კოლოსალური თანხებით აშენებული? საოფისე შენობები? კი ბატონო. ვინ იყენებს? უცხოური ფირმების ოფისები.
მოკლედ ლიბიაზე და ეგვიფტეზე მინდოდა დამეწერა და ამათ გარდა ყველაფერზე დავწერე.

ეს არის გრაფიკული მაჩვენებლები ლიბიის და ეგვიფტის ნავთობის ექსპორტის სადაც ამერიკა ბოლო ადგილზეა. ვნახოთ როგორ შეიცვლება გრაფიკები მომავალში:








აქვე არის ნაწყვეტი ფილმიდან ზეიტგეისტი, სულ რამდენიმე წუთია სადაც დაზვერვის ყოფილი აგენტი ყვება როგორ ახდენდა რევოლუციებს სხვადასხვა ქვეყნებში (საკმაოდ საინტერესოა)

 

No comments:

Post a Comment