Tuesday, March 22, 2011

ქართლმოძულეობა და უსაშველო ტოლერანტობა

ამ ბოლო დროს ზედმეტად მოდური გახდა საქართველოს ლანძღვა, გაუთავებელი წუწუნი თუ რა ცუდ პირობებში უწევს ახალ თაობას ცხოვრება და ეს იმის გამო რომ მშობლებმა არაფერი გააკეთეს იმისთვის რომ უკეთეს ქვეყანაში ეცხოვრათ. ასევე საკმაოდ "სვეცკურია" ქართული ტრადიციების დაცინვა (რა ტრადიციაც არ უნდა იყოს, მთავარია რო ქართულია), ათეისტობა ან უბრალოდ რელიგიაზე ღადაობა. ამ ყველაფრის წყაროდ მე მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა გზის პროპაგანდას ვხედავ და სხვას ვერაფერს. ვის რისთვის ჭირდება ეს ყველაფერი არ ვიცი ჯერ ჯერობით მაგრამ ეგეც გამოაშკარავდება, მთავარია როცა ყველაფერი ცნობილი გახდება უკვე გვიანი არ იყოს.
მინდა რამდენიმე სიტყვით ჩემი შეხედულება გამოვხატო ზევით ჩამოთვლილ საკითხებზე.



ეხლახანს ფორუმზე წავიკითხე ერთი პოსტი რომელიც მამების თაობას უსაქმურობასა და ყველაფერ ცუდში ადანაშაულებდა. მაგრამ საქმე იმაშია რომ ასეთი შეხედულების მქონე ადამიანებს არ უნდათ წარმოიდგინონ რა ხდებოდა იმ დროში, ქვეყნის ნორმალური მოწყობა არ შეუძლია უბრალო ადამიანს რომელსაც დღე და ღამე ის აქვს საფირალი რა ახალი ხერხი მოიფიქროს რო მეორე დღეს მშიერი არ იჯდეს, ამას ემატება მთავრობის მხრიდან სრული დისკრიმინაცია და დაკიდება ხალხის, და ამ ყველაფრის მერე ვიღაცას პრეტენზია ექნება სპილენძი რატო დაყიდეთო, ეგ სპილენძI და ალუმინი რო არა დღეს ძალიან ბევრი ვერ იცხოვრებდა ისე როგორც ცხოვრობს.

ეკლესიისადმი დამცინავი დამოკიდებულებაც ძალიან თვალშისაცემია ესეც ისევ და ისევ პროპაგანდის ამბავია ჩემი აზრით, ტელევიზიით ისე გაშუქდება ერთი პატარა შეცდომა რომ ადამაინს სისხლი გაგეყინება და სრულიად ზურგს შეაქცევ ეკლესიას. მაგრამ ამ ხალხს ავიწყდება რო დღეს ჩვენი მართლმადიდდებლობა და ტრადიციულობა არავის აწყობს, დრევანდელი ტენდენცია არის გლობალიზაცია და ძლიერნი ამა ქვეყნისანი გეუბნევიან ან ყველა ერთ ქვაბში იქნებით ან საერთოდ არ იქნებითო ჩვენც თავდახრილები მივყვებით. ჩვენ ეკლესიის ზედამეტად ამქვეყნიურობისგან შეწუხებულ ხალხს მინდა ვუთხრა რომ ეკლესია შედგება ღვთისმსახური ადამიანებისგან და არა წმინდანებისგან და მეტისმეტს ნუ მოითხოვენ, ეკლესია თავის საქმეს აკეთებს, ხოლო ეს ინტრიგებზე მომუშავე ხალხი ჯობია სხვა საქმით დაკავდეს და ეს ანტიპიარი ქართველების ნამდვილ მტრებს გაუკეთონ(მაგალითად ხელისუფლება რომლის სულელური კანონების გამო საპატრიარქო მღვდელს ვერ გზავნის საზღვარგარეთ და ამიტომ მღვდელს მოუწევს ყოველ სამ თვეში  დაბრუნება საქართველოში ვიზის განსაახლებლად) ხოლო ის ვინც მოხიბლულია კათოლიკური ეკლესიით იმათ მინდა ვუთხრა რომ, ეკლესია სადაც ქალი, კაცი, ბავშვი, მანიაკი, პედოფილი და ა.შ. ყველა გახდება მღვდელი ონლაინ კურსის გავლის შემდეგ, ეკლესია სადაც საგალობლები (თუ რასაც ეძახიან) ელექტრო და ბას გიტარებით და დრამით სრულდება.....  კაქით რააა

ასევე მოდაშია ქართული ტრადიციების უარყოფა და დრომოჭმულად და "ბანძურად" მიჩნევა, ეხლა ყველა არ მახსენდება მაგრამ რაც ყველაზე აქტუალურია ქართული სუფრაა, და არგუმენტები უბრალოდ სასაცილოა, არ მოწონთ ის რომ თურმე სუფრაზე ყველას ყველა უყვარს, რომ არის ბევრი საჭმელი და მაიდამაინც ფეხზე დამდგარი არ გიწევს ჭამა, ასევე არ მოწონთ სადღეგრძელოები. ასეთი აზრის მქონე ხალხს მინდა ავუხსნა რომ ყველა ქვეყნის ყველა სუფრაზე სადაც კი ალკოჰოლი არის იქ ყველას ერთმანეთი უყვარს ზოგ ქვეყანაში მეტად და ზოგგან ნაკლებად გააჩნია ქვეყანას და ხალხის ხასიათს. საჭმელების მრავალფეროვნებას რაც შეეხება ყველა ქევყანაში ცდილობენ ეროვნული საჭმელი გამოალაგონ და არა პიცები და ჰამბურგერები, სადღეგრძელოებს რაც შეეხება ასევე სადღეგრძელო ყველა ქვეყანაში აქვთ და ყველგან ამბობენ ხან ვის გაუმარჯოს ხან ვის და თუ ვინმე ქართველს არ მოწონს სადღეგრძელოები ერთადერთ მიზეზზს ვხედავ იმას რომ ვითომ ძალიან ევროპელი და ტანამედროვეა და აწუხებს ეს ბნელი ტრადიციები ანუ ერთი სიტყვით რომ ვთქვათ ნამეტანი უტანჩონი ტიპია და ზღუდავს ქართული ტრადიციები. არადა უცხო ეროვნების ხალხთან ურთიერთობისას რასაც დავაკვირდი ის არის რომ ყველა ცდილობს თავისი ქვეყნის ტრადიციები წარმოგიჩინიოს და მოგაწონოს და ჩვენ პირიქით ისე ვიქცევით თითქოს საერთოდ არ გვქონდეს ტრადიციები. არამგონია ასეთი ხალხი ვინმეს მოეწონოს ვინც თავისას ყველაფერს აძაგებს და სხვისი ყველაფერი მოწონს. ბევრ სხვადასხვა ეროვნების ხალხთან მომიწია ურთიერთობა ამ ერთი წლის მანძილზე და ყველა თავის ქვეყანაზე და ტრადიციებზე იწყებს ლაპარაკს გაცნობის შემდეგ და დამიჯერეთ ზოგს იმდენად სულელური დაუაზრო ტრადიციები აქვთ რომ ღიმილს ვერ შეიკავებ მაგრამ ამით ამაყობენ, იციან რომ ეგ თავისია და სხვაგან არსად არ არის.
ხოლო ღვინის სმას რაც შეეხება, ჩვენ რო დიდ მსმელებად მოგვაქვს თავი არც სხვაგან არიან ნაკლები ალკოჰოლის მოყვარულები მაგრამ სანამ არ გაგიცნობენ კარგად მანამდე არავინ დალევს შენთან ერთად 3 ლიტრ ღვინოს ეგ მართლა ეგრეა.

No comments:

Post a Comment