Sunday, November 28, 2010

LÁTIGOS CALIENTES

LÁTIGOS CALIENTES ანუ "ცხელი გულისცემა", ეს არის ერთ-ერთი შეიძლება ითქვას რიგითი ჯგუფი, რომელიც უკრავს მოწვევით ბარებში და სხვა და სხვა ადგილობრივ ფესტივალებზე. ისე მოხდა რომ ამ ჯგუფის ვოკალი და გიტარა იყო ჩემი ესპანურის მასწავლებელი (ერნესტო) რომელიც შეთავსებით მუშაობდა როგორც ესპანურის მასწავლებელი, ამავე დროს ასწავლიდა ბავშვებს გიტარაზე დაკვრას და თან კონცერტების მოწყობასაც ახერხებდა.


ჩვენი დაახლოვება მოხდა ლექციებზე როცა გაიგო რომ ზეპელინების თავგადაკრული ფანი ვიყავი. მომიყვა პლანტთან შეხვედრის ამბავი, ესპანეთის ერთ ერთ ქალაქში ქონდა ტურნე პლნატს თავის ჯგუფთან ერთად. კონცერტის მეორე დღეს პლიაჟზე სეირნობისას მისი ყურადღება მიიპყრო ქერა გრძელთიანმა მამაკაცმა რომელიც იჯდა და წიგნს კითხულობდა, იცნო რომ პლანტი იყო და გამოელაპარაკა და სურათის გადაღება თხოვა, პლანტმა ბოდიში მოუხადა და უთხრა რომ ყურადღების მიპყრობა არ უნდოდა მაგრამ შეპირდა რომ თუ პლიაჟზე აპირებდა დარჩენას წასვლისას აუცილებლად გადაიღებდა სურათს და წასვლისას მართლა გადაიღო მაგრამ მე სამწუხაროდ არ მომეპოვება ამ სურათის ასლი. ცოტა გადავუხვიე თემას. მოკლედ კურსის დამთავრების შემდეგ თავის კონცერტზე დამპატიჟა და ორი ბილეთი მომცა მეგობარი წამოიყვანეო. იმ პერიოდში თითქმის არ მყავდა მეგობრები და ვინც მყავდა იმათაც არ ეცალათ, მოკლედ მომიწია მარტოს წსვლა. კონცერტი ძალიან მომეწონა საკმაოდ კარგი სიმღერები ქონდათ. კონცერტის მერე გამოველაპარაკე და როცა გაიგო რო მარტო ვიყავი მისული გაგიჟდა და გადაირია წმოდი დაგპატიჟებ რაზეც გინდაო მერე თავისი ვინილი მაჩუქა. მოგვიანებით გავიცანი ჯგუფის წევრებიც, საკმაოდ სასიამოვნო ხალხი ვისთანაც თავისუფლად შეგიძლია ყოფნა, ჩემდა გასაკვირად რამდენიმე ინგილისური სიტყვაც იცოდნენ. მოკლედ პირველ კონცერტს მოყვა მეორე, მეორეს მესამე. მართალია ახალ სიმღერებს იშვიათად წერენ მაგრამ ძველი ნაცნობი სიმრერების მოსმენა ყოველთვის სასიამოვნოა. ნელ ნელა დავუახოლოვდი იმათ მეგობრებს, გავიცანი მათი ცოლებიც. ახლა უკვე კონცერტზე მისვლისას რაღაც სასიამოვნო შინაურული სიტუაცია მხვდება. ბოლოს რომ ვიყავი კონცერტზე ბილეთის გამყიდველი გოგოები მეუბნევიან შენ ერნესტოს მეგობარი გიორგი არ ხარო? (პირი დამრჩა ღია ან ჩემი სახელი საიდან იცოდნენ ან სწორედ როგორ გამოთქვეს) ნამდვილად არ მეცნობოდნენ, ალბათ იმიტომ რომ ალკოჰოლით და მოსაწევით გაბრუებულს ცოტა თუ გამახსოვრდება სახეზე.
ყველაზე მეტად კი ის მსიამოვნებს რომ ნორმალური აუდიტორია იკრიბება, არ არიან სოფლელი ლათინელები და არც ზანგები (არ იფიქროთ რომ რამე რასისტული იდეოლოგია მაქ მაგრამ ძირითადად აქ ლათინელები და ზანგები არიან როგოც ჩვენთან სოფლური გამოხტომების მქონე სასტავი) ძირითადად არიან ინგლისელები, ირლანდიელები, გერმანელები და ესპანელები. ერთი სიტყვით სასიამოვნო მუსიკა, სასიამოვნო ხალხი, არასასიამოვნოდ ძვირი სასმელი, ცოტა მსოაწევი და ბევრი სიცილი.

რაღაც სახინკლის რეკლამასავით გამომივიდა ბოლოს :D:D:D მაგრამ უბრალოდ მიხარია რომ გავიცანი ნორმალური ხალხი რომლებიც ნორმალურ მუსიკას უკრავენ და კარგი დროის გატარება შიეძლება.


აქვე დავდებ ჩემ გადაღებულ ვიდეოს, ასევე სურათებს და მპ3 მუსიკას რავიცი თუ დაგაინტრესებთ მოუსმინეთ.


ჯგუფის ოფიციალური ლოგო და ვინილის სურათი

შუაში შავი გიტარით ჩემი ყოფილი მასწავლებელი ერნესტო :D



თუ ესპანური არ იცით ვიდეო დაახლოვებით ერთი წუთით გადაახვიეთ:





http://megaswf.com/serve/78656

აქ არის რამდენიმე მპ3 სიმღერა

2 comments:

  1. axal Temebs ver vxedav ra xdeba megobaro : xom gıTxarı mıawve unda mıawve rqebıT da gaıtano.

    ReplyDelete
  2. jer jerobit ar mcalia dasajdomad da dasacerad, dzaan mivagde martali xar mecdebi davcero xolme xshirad :)

    ReplyDelete