LÁTIGOS CALIENTES ანუ "ცხელი გულისცემა", ეს არის ერთ-ერთი შეიძლება ითქვას რიგითი ჯგუფი, რომელიც უკრავს მოწვევით ბარებში და სხვა და სხვა ადგილობრივ ფესტივალებზე. ისე მოხდა რომ ამ ჯგუფის ვოკალი და გიტარა იყო ჩემი ესპანურის მასწავლებელი (ერნესტო) რომელიც შეთავსებით მუშაობდა როგორც ესპანურის მასწავლებელი, ამავე დროს ასწავლიდა ბავშვებს გიტარაზე დაკვრას და თან კონცერტების მოწყობასაც ახერხებდა.