Thursday, August 26, 2010

ყველაზე მასშტაბური კონცერტები

10. Blockbuster RockFest 1997 [385,000]
ეს კონცერტი ჩატარდა ტექსასში, მოტო რბოლის ტრასაზე და მასში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი შემსრულებლები როგორებიც არიან : No Doubt, Counting Crows, Matchbox Twenty და სხვები.





9. Woodstock 1969 [400,000]
ამ ფესტივალის სესახებ ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ეს კონცერტი იყო მოვლენა რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა როგორც ამერიკულ ასევე ევროპულ მუსიკაზე. ისეთი შემსრულებლები როგორებიც იყვნენ : Jimi Hendrix, Janis Joplin, Santana და the Who, არიან იმ არასრული სიის წევრები რომლებიც ამ კონცერტზე მღეროდნენ. აუდიენციის ძირიტადი ნაწილი იყვნენ ჰიპები.


8. Toronto SARS Benefit 2003 [450,000+]
დაავადება SARS(Severe acute respiratory syndrome) რომელიც გავრცელდა აზიაში და უამრავი სიცოცხლე შეიწირა. ეს კონცერტი იყო საქველმოქმედო სახის ამ დაავადებით დაზარალებულთა დასახმარებლად. კონცერტზე გამოდიოდნენ :Rolling Stones, AC/DC, Justin Timberlake და სხვები.


7. Simon & Garfunkel [500,000]
ეს იყო ამ ჯგუფის მეორე კონცერტი მათი დაშლის შემდეგ. ჩატარდა central park-ში 1981 წელს. კონცერტი იყო უფასო და გადაიცემოდა HBO-ს მიერ პირდაპირ ეთერში.


6. Isle of Wight Festival [600,000]
ეს იყო უდიდესი კონცერტი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში. შემსრულებლკებს შორის იყვნენ The Who, The Doors და Leonard Cohen. ეს კონცერტი იყო ბოლო Jimi Hendrix-ისთვის.
ბილეთები პირველივე დღეს სრულად გაიყიდა.


5. Summer Jam at Watkins Glen [600,000+]
ეს იყო უდიდესი ჰიპ-კონცერტი რომელიც გაიმართა Grand Prix auto circuit-ზე, ნიუ იორკში. შემსრულებლებს შორის იყვნენ Grateful Dead და the Allman Brothers.


4. Steve Wozniak’s 1983 US Festival [670,000]
ეს იყო კულტურული ფესტივალი რომელიც გაიმრათა ეფლ კომპიუტერსის ერთ ერთი დამფუძნებლის Steve Wozniak-ის სპონსორობით. კონცერტი გაიმართა კალიფორნიაში და მასში მოაწილეობდნენ Motley Crue, U2 და David Bowie.

3. Garth Brooks in Central Park [750,000]
უდიდესი ქანთრი კონცერტი რომლის აუდიენციის საკმაო ნაწილს "მხიარული" კოვბოები შეადგენდნენ:))))


2. New York Philharmonic in Central Park 1986 [800,000]
უდიდესი კლასიკური მუსიკის კონცერტი რომელიც მიძღვნილი იყო თავისუფლების ქანდაკებისადმი (თუ რაღაც ეგეთი)




1. Rod Stewart at Copacabana Beach 1994 [3,500,000]
საახალწლო კონცერტი ულამაზეს კოპაკაბანას პლიაჟზე რომელიც სავსე იყო მომღერალი და მოცეკვავე აუდიენციით.



SOURCE

No comments:

Post a Comment