ამ შემთხვევაში მინდა შევეცადო აღვწერო ჯოჯოხეთი რომელიც არსებობს ესპანეთის და და კერძოდ მადრიდის შუაგულში. (ადგილს შეგნებულად არ ვასახელებ)
ეს არის ადგილი რომელიც მდებარეობს მადრიდის ცენტში საიდანაც sol-ის მოდენამდე ფეხით ნახევარ საათში შეიძლება მისვლა.
ეს ადგილი მდებარეობს ერთ-ერთ ტრასასთან ახლოს.
ერთ მშვენიერ დღეს როდესაც ენის სკოლიდან გამოვედი მეგობარმა შემომთავაზა პლანს თუ მოვწევდი და მეც სიამოვნებით დავთანხმდი. ამის შემდეგ მეტრო ოპერა-დან ფეხით შავედით მეტრო არუელესამდე რომელიც ერთ ერთი ყველაზე ძველი უბანია მადრიდში მეტროსთან ახლოს ტრიალებდა ხალხი რომელიც არ გავდა ჩვეულებრივ მადრიდის მოსახლეობას, ესენი იყვნენ ძირითადად უსახლკარო მათხოვრები და უბრალოდ ხალხი რომელიც საკუთარი სურვილით თავს იღუპავს. მოკლედ როგორც ამიხსნეს ველოდბოდით მანქანას რომელიც მიგვიყვანდა დანიშნულების ადგილამდე. დაახლოებით 20 წუთის ლოდინის შემდეგ გადავწყვიტეთ ჩვენი "ხოდით" წავსულიყავით დანიშნულების ადგილამდე.
წავედიტ მეტროთი (უფრო სწორედ renfe-თი) და დაახლოებით 20 წუთში ადგილზე ვიყავით.
მეტროდან მოგვიწია სიარული ტრასაზე სადაც მანქანის მინიმალური სიჩქარე 120კმ/სთ არის. გზაში ერთი გაუბედურებული ტიპი შეგვხვდა, ჩემმა მეგობარმა გაჩერა და კითხა თუ იყო ადგილზე კარგი პროდუქტი ერთი ღერის სიგარეტის სანაცვლოდ იმ უბედურმა ამოიტრიალა ყველა და ყველაფერი და მიგვასწავლა ადგილი სადაც ხარისხიანი პროდუქტი იშოვებოდა. მოკლედ გავაგრძელეთ გზა და მოვჭერით მოკლეზე ისეთ ადგილას სადაც ტავისუფლად შეიძლებოდა ერთი ფეხის დაცდენით გამხდარიყავი იმ ისტორიის ნაწილი რომელიც უამრავ გზააცდენილ უბედურს მოიცავს რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლნი გახდნენ. მოკლედ ღმერთის წყალობით ეს ადგილიც მშვიდობით გადავიერეთ და ცავედით სწორ ადგილას სადაც უსაფრთხოდ სეიძლებოდა სიარული (თუ შეიძლება უსაფრთხო დაერქვას ადგილს სადაც კაციშვილის ჭაჭანება არ არის) ტანდათან არასასიამოვნო შეგრძნება მეუფლებოდა მაგამ ვცდილობდი არ შემემჩნია და ათას სისულელეზე ლაპარაკით ვირთობდი თავს.
მივაღწიეთ განათებულ აგილს სადაც მოპარულ და დაზიანებულ მანქანებს აყენებენ ერთი სიტყვით "სტაიანკას" და გადავუხვიეთ ვიწრო ბილიკზე ირგვლივ ისევ სიბნელე ჩამოწვა და ჩვენ მთვარის სინათლის წყალობით მივდიოდით წინ, ცოტა ხნის მერე მივადექით უკვე დაკეტილ ჯართის ჩასაბარებელ პუნქტს რომელიც პიველად ვნახე მადრიდში. ადგილი იყო აბსოლიტურად უკაცური ვინმეს ყელი რო გამოჭრა კაციშვილი ვერ გაიგებდა ვერაფერს. გზის ბოლოს მბჟუტავი ლამპიონი დავინახე და ოდნავ იმედი მომეცა რომ სადღაც ცვენ გარდა ადამიანი კიდევ იყო. მოკლედ ამ "ტრაკის კანკალში" ვიყავი რომ შორიდან დავინახე პიცრებისგან შეკრული ჯიხურის მსგავსი რაღაცეეები, ახლოს რომ მივედი კარგად დავაკვირდი და აღვიქვი როგორც უსახლკარო ადამიანის თავშესაფარი რომელიც ერთი ღამის გასათევად იყო მოწყობილი, ამ ნაგებობეთან მიახლოვებასტან ერთად გამოჩნდა ადამიანების სიულეეტები რომლებიც საკმაოდ უცნაურად მოძრაობდნენ და თავიათვის ესპანურად პურტყუნებდნენ. ჩემი მეგობარი მიესალმა ერთ ერთ მადგანს და ვიღაცის სახელი იკითხა (პირობითად ავიღოთ Jose)
მან მიგვასწავლა სად იყო ეს ხოსე და ჩვენ გავაგრძელეთ გზა ამ უკაცურ და უსახურ ჯიხურებს შორის და მივედით პატარა სახლის მაგვარ შენობასთან რომელიც სუსტი შუქით იყო განათებული.
ჩემდა გასაკვირად აქ ჩვეულებრივი ოჯახი ცხოვრობდა (თუ შეიძლება ჩვეულებრივი დაერქვას) სადაც დარბოდნენ პატარა ბავშვები იყო ასაკოვანი შავებში ჩაცმული ქალიც რომელმაც ჩვენი დანახვისტანავე "სახლის" კარები გააღო და შიგნით შეგვიძღვა. სახლი იყო საშინლად ბინძური, საკმაოდ დაღლილი ვიყვი და სკამი რო დავინახე გამიხარდა მაგრამ სახლში შესვლის შემდეგ საერთოდ სურვილი დამეკარგა რამეს ოდნავ მაინც შევხებოდი, ყველაფერი იყო საშინლად გაზეპილი ვცდილობდი რამენაირად არ შევხებოდი არაფერს და წარმატებითაც გამომივიდა. ცოტა ხანში ხოსეც გამოჩნდა დაახლოვებით 40 წლის კაცი რომელსაც ვერ გაარჩევდი რომელ რასას მიეკუთვნებოდა, ეტყობოდა რომ ბოლოს ახალ წლებზე იყო დაბანილი. შემოვიდა ოთახში მოგვესალმა, ჩემმა მეგობარმა კითახ თუ ქონდა chocolate ან marijuana (ჩვენებურად პლასტელინი) სამწუხაროდ ჩვეულებრივი მარიხუანა არ აღმოაჩნდა და ვიყიდეთ პლასტელინი რომლისგანაც ორი სიგარეტი გამოვიდოდა 2 ევროდ. ასევე იკითხა თუ ქონდა კოკაინი მაგრამ როგორც აღმოჩნდა იგი უკვე გამოლეოდა და სხვა "სახლი" მიგვასწავლა, მეორე სახლი არაფრით არ განსხვავდებოდა პირველისგან. არაადამიანური ჩახუთულობა და სიბინძურე იყო იქაც. მაგრამ პირველისგან განსხვავებით ამას ქონდა პატარა ფორტოჩკა. ჩემმა მეგობარმა მოითხოვა ერთი ზახოდი კოკა გასასინჯად და კარგი აღმოჩნდა და საბოლოოდ იყიდა დაახლოვებით 5 ევროდ არ ვიცი რამდენი მაგრამ ალბათ ერთი ზახოდი იქნებოდა. ამის შემდეგ კიდევ რაღაც ვიყიდეთ მაგის სახელი ნამდვილად არ ვიცი მოკლედ შპრიცთან ერთად მოსახმარი იყო.ამის მერე მეგონა რომ ჯოჯოხეთი დასრულდა და უკვე მეტროსკენ უნდა წავსულიყავით მაგრამ ჯერ ყველაზე საშინელი სანახაობა წინ იყო.
მოკლედ გეზი ავიღეთ კიდევ ერთი უცნობი ბილიკისკენ სადაც რომედენიმე ცხოვრებას მოწყვეტილი ადამიანი შეგვხვდა (ჩემი აზრით ამ ხალხზე ნარკომანი ზედმეტად მსუბუქი ნათქვამია)
მოკლედ მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე. ეს იყო კარგად განატებული ერთ სართულიანი საკმაოდ დიდი შენობა (ოთახების კომპლექსი) მიახლოვებასთან ერთად იმატა ხალხის რაოდენობამაც უფროსწორედ რაც ადამიანისგან იყო დარჩენილი. კედელთან ჩამწკრივებული ხალხი, მათი 90% შპრიცებს დაათრევდა უაზროდ, მერე ჩაჯდებოდნენ სადმე მოხერხებულ ადგილზე გააწყობდნენ ატრიბუტებს რაღაც ხსნარში გახსნიდნენ წამალს და კიეთებდნენ ბარძაყში, ხელის თიტებს შორის, და კიდევ ათას ადგილზე, მოკლედ ყველგან ჩვენტვის კარგად ცნობილი ვენის გარდა. არ მგონია ადამიანი არსებობდეს რომელიც მათი შემხედვარე საშინელ ხასიათზე არ დადგებოდა. ისე ვიყავი საერთოდ აღარ მქონდა მოწევის სურვილი.


რაც შეეხება შენობას ეს იყო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ადგილი სადაც ნარკომანებს შეეძლოთ ექიმების დაკვირევების ქვეშ მიეღოთ ნებისმიერ სახის ნარკოტიკი რომელიც ქონდათ.
შევედით ამ შენობაში და ჩემმა მეგობარმა მთხოვა გარეთ დავლოდებოდი. რაც დავინახე საკმაოდ კეთილმოწყობილი და საკმაოდ სუფთა იყო შიგნიდან, მუშაობდნენ ჩვეულებრივი სანიტრები. ჩემი მეგობარი მალე გამოვიდა აღმოჩნდა რომ შიგნით რიგი იყო და გადაწყვიტა არ დალოდებოდა და გარეთ, საშIნელ სიბინძურეში გადაწყვიტა გაეკეტებინა თავისი საქმე.
მე იმ მომენტშI საქმე არ მქონდა და ვაკვირდებოდი გარშემომყოფ "საზოგადოებას" ახალაგაზრდა ბიჭები და დაუჯერებლად სიმპატიური გოგოები რომელბზეც ჩვეულებრივ ცხვორებაში ვერანაირად ვერ წარმოიდგენდი რომ შეიძლება რამე კავშირი ქონოდათ ამ ადგილთან. ჩემი ყურადღება ერთმა გოგომ მიიბყრო რომელიც ზედმეტად ლამაზი მეჩვენა ასეთი ცხოვრებისთვის. უცბათ გაიხადა მოკლე შორტი და ტანს ქვევით სრულიად შიშველმა ბაირჭო ნემსი ბარძაყში... ცოტა ხანში მოვიდა ერთი ბიჭი საკმაოდ კარგად ჩაცმული დანარჩენების ფონზე. აღმოჩნდა რომ მას ჩემი მეგობარი იცნობდა იგი იყო ამერიკელი რომელიც ჩამოვიდა მადრიდში და ჩემი აზროთ ცხოვრების ბოლომდე იმ ადგილს ვერ გაცილდება. გამოველაპარაკე და აღმოჩნდა რომ 6 თვე უკვე ასე ცხოვრება ქონდა"მოტყნული".


ძალიან მინდოდა სურათი რომ გადამეღო იქაურობისთვის მაგრამ ჩემმა მეგობარმა მმირჩია არ მექნა მსგავსი რამ თუ მინდოდა იქიდან მშვიდობით გამოსვლა. როცა მორჩა თავის საქმეს ვიყიდეთ კიდევ ერთი ზახოდი პლასტელინი და მომიწია რო მე გამომერთმია ბარიგისტვის მაგრამ ტიპი იმდენად დედამოტყნულად ბინძური იყო რო პარკის ნაგლეჯში გახვეული პლასტელეინი სარფეტკით გამოვართვი რასაც დიდი უკმაყოფილება მოყვა დაუძახა თავის მეგობარს და პრეტენზიით მოვიდნენ ჩვენთან, მე ლამის ვლოცულობდი რომ რამე პრობლემა არ მოგვსვლოდა და ხელის შეხება არ ყოფილიყო აუცილებელლი თორე 100% რამე სასტიკ დაავადებას ავიკიდებდი. ბოლოს ჩემმა მეგობარმა რაღაცნაირად დააჯერა რომ ესპანური კარგად არ მესმოდა და ვერ გავიგე რა უნდოდა ჩემგან.
საბოლოოდ წამოვედით იქიდან და ფეხით რომ არ გვევლო იქვე ნარკომანი ტაქსისტები ვიპოვეთ რომლებიც ასევე წამალზე ჩალიჩობდნენ არალეგალური ტაქსისტობით ნაშოვნი ფულით. საბოლოოდ ვიშოვეთ მანქანა რომლის მძღოლი 67 წლის ნარკომანი იყო და 3.75 ევროდ მეტრომდე აგვიყვანა. უკვე ისეთ ხასიათზე ვიყავი ამდენი უარყოფითი შთაბეჭდიელებებით რომ მეშIნოდა მოწევის მერე არ დავგრუზულიყავი და რაც შემეძLო გვიან ვცდილობდი რომ მოგვეწია. ბოლოს ავტობუსის გაჩერებაზე მივედით და ველოდებოდით ავტობუს ბუ-ს რომელი მხოლოდ ღამე დადი ნახევარ საათიანი ინტერვალით და იქვე გავუკიდეთ. მოკლედ იმ მოსაწევს ჩემთვის მარტო 5 წუთიანი კაიფი ქონდა და რის გამო არ ვიცი ნამდვილად არადა ცემი მეგობარი რომელიც გამოდიდოდა კაიფიდან მოწევის ემრე ისევ შეუბრუნა ძლივს დაბანცალებდა. ბოლოს მეტრო აღმოჩნდა ღია და და სახლისკენ წამოვედით.
ზევით ნაცოდვილარით მინდა გავაგებინო ხალხს ვინც აქ ჩამოსვლაზე ჩალიჩობს რომ აქაურ ჯოჯოხეთს ქართული ვარიანტი ბევრად ჯობია და ჩემი მეგობრის სიტყვების არ იყოს მშობელბმა უნდა იცოდნენ სად უშვებენ შვილებს, ქვეყანა სადაც ნარკოტიკი ფაქტიურად არაა აკრძალული და ერთი ფეხის დაცდენა კმარა სამუდამოდ იმ ნარკომანთა გულისამრევ ბუდეში ჩარჩენის. ალბათ ვერ დავწერე ისე როგორც მინდოდა, განცდა რაც იქ იმ ადგილის ნახვის შემდეგ დამეფულა ალბათ არასდროს არ ამომივა თავიდან და თავს ბედნიერად ვთვლი რომ ღმერთის წყალობით მათი წევრი არ ვარ. მოკლედ ალბათ მიმხვედრი მიხვდება.
დიდი თხრობის ნიჭით არ გამოვირჩევი მაგრამ იმედია ძალიან მოსაწყენი საკითხავიც არ არის
კითხვების შემთხვევაში მაქსიმალურად ვეცდები გიპასუხოთ :)
No comments:
Post a Comment