
4 ივნისი 2010 წელი, მადრიდი
ადგილი სადაც გაიმართა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური რკო ფესტივალი ROCK IN RIO.
ადგილი შესანისნავად იყო შერჩეული, ეს არის მადრიდის გარეუბანში მდებარე საკმაოდ დიდი ტერიტორია რომელიც მოიცავს ატრაქციონებს, მაღაზიებს, სწრაფი კვების ობიექტებს და რათქმაუნდა რამოდენიმე სცენას სახელწოდებით როკის ქალაქი (CIUDAD DEL ROCK).

იმ იღბლიანებს ვისაც ბილეთი ქონდა შეეძლო ორი გზით წასულიყო: 1. საკუთარი ხოდით, 2. სანტიაგო ბერნაბეუსთან და კიდევ სადღაც(არ მახსოვს ზუსტად სად) შეეძლო ხალხს მისვლა და დანიშნულების ადგილამდე ემგზავრათ სპეციალურად ამ შემთხვევისთვის გამოყოფილი ავტობუსებით.
სანტიაგო ბერნაბეუსთან დაახლოებით 7 საათისთვის ვიყავი. იმის მოლოდინი რომ 40გრადუსიან სიცხეში მომიწევდა უშველებელ რიგში დგომა საბედნიეროდ არ გამართლდა, რიგი საკმაოდ სწრაფად მიიწევდა წინ და სულ რაღაც 10 წუთის შემდეგ დავიკავე ჩემი ადგილი საკმაოდ კომფორტულ და გრილ ავტობუსში.
დააცხლოვებით ნახევარ საათში ფანჯრებიდან გამოჩნდა როკის ქალაქდან ამოშვერილი სხვადასხვა ატრაქციონების ბოლოები, ავტობუსი ოვაციებისგან და სხვადასხვა შეძახილებისგან ზანზარებდა. მოკლედ როგორც იქნა მივედით, გაჩერდა ავტობუსი და ჩამოსვლისთანავე გამოჩნდა უშველებელი წარმოუდგენლად დიდი რიგი შესასვლელში. რამოდენიმე ათასი კაცის გაჩხრეკვას და სწრაფად გაშვებას ცდილობდა 6-7 დაცვის წევრი.
როგორ მოახერხეს ნამდვილად არ ვიცი მაგრამ რიგი აქაც საკმაოდ სწრაფად მიიწევდა წინ.
როგორც იქნა გამოჩნდა შესასვლელი და rock in rio-ს დიდი შესასვლელი.
ვფიქრობდი რომ სერიოზული გაჩრეკვა იქნებოდა მაგრამ როგორც აღმოჩნდა თავისუფლად შეიტანდი ნებისმიერ რამეს თუ ჯიბეში დამალვდი. მოკლედ შევედი, კონცერტის დაწყებამდე ჯერ კიდევ 1 საათი იყო და გადავწყვიტე ატრაქციონები მომენახულებინა, ეშმაკის ბორბლიდან საკმაოდ კარგად ჩანდა მთელი როკ ქალაქი.
მოგვიანებით რაღათქმაუნდა ვიყიდე ლუდი (სხვა ალკოჰოლური სასმელი არ იყიდებოდა) და ნელ ნელა ვცდილობდი სცენასთან რაც შეიძლებოდა ახლოს მივსულიყავი. ბოლოს საკმაოდ კარგ ადგილზე აღმოვჩნდი.
კონცერტი გახსნა ესპანელმა მომღერალმა macoco-მ (=))=)) ) მართალია მისი არცერთი სიმღერა არ ვიცოდი და სერთოდ პირველად გავიგე მისი არსებობის შესახებ, ჩემდა გასაკვირად საკმაოდ კარგი მოსასმენი იყო.
დაახლოვებით საათნახევარში დაამთავრა გასმოვლა და სცენაზე მომსახურე პერსონალი გამოვიდა დეკორაციების შესაცვლელად, სანამ დეკორაციები იცვლებოდა უცბათ გავძვერ გამოვძვერი და მოვძებნე ბურგერ კინგი სადაც სამმაგი ფასები იყო.
მოგვიანებით ტუალეტიც ვიპოვე, სანამ შევიდოდი ტუალეტებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე რამდენჯერმე კარგად დავაკვირდი ქალების ხომ არ იყო და შევედი და უკან გამოვბრუნდი ისევ დავაკვირდი კარგად იმიტომ რომ შევედი თუ არა რამოდენიმე გოგო იდგა და რარაცეებს ლაპარაკობდნენ ჩოტა არ იყოს და გამიტყდა, მითუმეტეს რომ ტუალეტები ასეთ ტიპის იყო :D

მოკლედ კონცერტი გააგრძელა ასევე ესპანურმა ჯგუფმა pereza რომელიც ასევე პირველად გავიგე მაგრამ საკმაოდ კარგი სიმღერები შეასრულეს. ჩემი განსაკუთრებული სიმპატია კი გამოიწვია იმან რომ ერთ ერთი სიმღერის დაწებისას შეასრულეს ზეპლინების rock'n'roll-ის შესავალი ხოლო კონცერტის ბოლოსკენ ასევე რამოდენიმე აკოდრი smoke on the water-ის.
მოკლედ დაახლოევებით 12 საათისთვის დადგა საღამოს კულმინაცია და სცენაზე ბონ ჯოვი გამოჩნდა.
ბონ ჯოვის დიდი ფანი არ ვარ მაგრამ რამოდენიმე სიმღერა ნამდვილად ვიცი და მომწონს და სამწუხაროდ ამ სიმღერებიდან მხოლოდ 3 იყო ისეთი რომელი ვიცოდი და შემეძლო ავყოლოდი.
მოკლედ კონცერტი დაასრულა დაგვემშვიდობა და გავიდა, მაგრამ ხალხმა და იწყეს შეძახილები და ისიც კვლავ გამოვიდა სცენაზე და კიდევ 3 სიმღერა იმღერა, ხალხიც დაუღალავად მიყვებოდა მტელი კონცერტის განმავლობაში და მოკლედ ორივე მხარე ძალიან ნასიამოვნები დავრჩით.
საბოლოოდ კონცერტი სამის ნახევარზე დასრულდა და მის შემდეგ გაიმართა დისკოტეკა ღია ცის ქვეშ paul van dyk-ის მუსიკის თანხლებით. ამ მომენტისთვის უკვე ფეხზე დგომის ტავი ნამდვილად აღარ მქონდა და უბრალოდ ვიწექი ხელოვნურ ბალახზე რომელიც სცენის მტელ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დაგებული.
დააახლოვებით ხუთის წუთებისთვის გადავწყვიტე სახლში წასვლა და ჩავდექი ავტობუსებისკენ მიმავალ უშველებელ რიგში.
ავტობუსებმა ისევ სანტიაგო ბერნაბეუსთან დაგავაბრუნეს 6ის წუთებზე და მეტრო რადგან 6ის ნახევარზე იღება ცოტა ხანი იქ მოგვიწია ლოდინმა.
მოკლედ ჩემი შეფასებით ეს იყო რაღაც საოცარი და წარმოუდგენელი იმისთვის ვინც პირველად დაესწრო ასეთ მასშტაბურ კონცერტს. დაუვიწყარი ღამე რომელსაც ნებისმიერი სიამოვნებით მოიგონებს.
No comments:
Post a Comment