Saturday, March 27, 2010

რამოდენიმე მიზეზი რის გამოც შეიძლება ინტერნეტი გაითიშოს გლობალურად

1. ინტერნეტი არის კაბელების ერთობლიობა რომელიც შეიძლება იქნეს დაზიანებული.

თავდაპირველად ინტერნეტი შეიქმნა როგორც საშუალება რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა კონტაქტი ატომური ომის შემთხვევაში მაგრამ დრეს ყველანი კარგად ვხედავთ თუ რად გადაიქცა ერთი პატარა საკომუნიკაციო საშუალება. ინტერნეტის მოწოდების შეწყვეტას კი არა ერთი საიტის შეფერხებასაც კი შეიძლება მასობრივი ისტერია მოყვეს, როგორც მაგალითად 2009 წელს Gmail-ს დაემართა (თუმცა მე არაფერი გამიგია)
ინტერნეტი კონტინენტიდან კონტინენტამდე მომხმარებელს მიეწოდება ტრანს-ოკეანური კაბელებით რომლებიც ოკეანის ფსკერზე გადის და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არაფრით არ არის დაცული. 2008 წლის დეკემბერში გემის ღუზა მოხვდა სამ ასეთ კაბელს და გადაჭრა, ამ ინციდენტის შედეგად კავშირის 75% შეწყდა ევროპას ახლო აღმოსავლეთს და ინდოეთს შორის.

2. ზომბი კომპიუტერების არმია

ალბათ არავის სმენია ლეო კუვაიევის (Leo Kuvayev) შესახებ მაგრამ ნამდვილად მიგვიღია მეილი მისგან. ეს არის ადამიანი რომელიც პასუხისმგებელია მთელი ინტერნეტის 20% სპამზე რაც შეადგენს მილიარდობით სხვადასხვა სახის მესიჯს ერთი დღის განმავლობაში. იგი იძებნება რამოდენიმე ქვეყანში თუმცა ეს მას ხელს არ უშლის რომ მშვიდად იცხოვროს ტაიტიზე თუ ფინეთში (ზუსტი ადგილი არ არის ცნობილი)
ცნობილია რომ იგი უდგას სათავეში "Storm Botnet"-ს ეს წარმოადგენს ათობით მილიონ ზომბირებულ კომპიუტერს მთელს მშოფლიოში. ერთი შეხედვით რა შეიძლება ამით დაგვიზიანოს? რამდენიმე დღით გაგვითიშოს ინტერნეტი? სინამდვილეში ამ ძალაუფლებით შესაძლებელი გაუთიშო ინტერნეტი მთლიან ქვეყნებს, ხელი შეუშალოს ყველანაირ სავაჭრო გარიგებებს.
როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ბოტ ნეტს? პასუხი-ვერანაირად. მას შემდეგ რაც კომპიუტერი დაინფიცირებულია ვირუსი გადააპროგრამებს ანტივირუსს და ანტივირუსი ვეღარ აღიქვამს მას ვირუსად.
ერთადერთი გზა ამ ყველაფერისგან თავის დასაცავად არის ცოდნა და ცოტა თვინის განძრევა რას უნდა დავაკლიკოთ და რას არა. (ისე არ ღირს ამ კაცის გაბრაზება ჩემი აზრით)

ვისაც სურს ვრცლად წაკითხვა და ტან ინგლისურის ცოდნაც ხელს უწყობს>>> SOURCE



ეს არის ვიდეო სადაც ნაჩვენებია ერთ-ერთი სპამ შეტევ







No comments:

Post a Comment